ახალი ამბები

სუბარმა „ქართული პარტია“ დატოვა

30 ნოემბერი, 2011 • 1165
სუბარმა „ქართული პარტია“ დატოვა

ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ პარტია დატოვა. მან ამის თაობაზე ჟურნალისტებს ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობასთან განუცხადა.

სუბარმა განაცხადა, რომ პარტია საკმაო ხანია, რაც დატოვა, თუმცა განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს.  სუბარის მიერ “ქართული პარტიის დატოვების შესახებ ცნობები კარგა ხანია ვრცელდება, თუმცა აქამდე ამ ინფორმაციას არც  “ქართული პარტია” და არც სოზარ სუბარი  არ ადასტურებდნენ.

იგი დღეს ტელეკომპანია „მაესტროსთათან“  ჟურნალისტების და მფლობელების მხარდასაჭერად მივიდა, რადგან  „ქართული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის შეობაში იმყოფება, სადაც თანამშრომლებს შესვლის შესაძლებლობა არ ძლევათ.

ფოტო: სუბარია ტელეკომპანია “მაესტროსთან” მივიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი