ახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენ არ მოვითმენთ მეტს” – ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე კანცელარიასთან აქცია გაიმართა

22 მაისი, 2016 • 1494
“ჩვენ არ მოვითმენთ მეტს” – ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე კანცელარიასთან აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქცია, სახელწოდებით  “STOP Russia” გაიმართა. შეკრებილებმა ხურჩაში მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს და საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა ბანერები, წარწერით “ჩვენ არ მოვითმენთ მეტს” აღმართეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროტესტი “ჩუმი ბრაზით” გამოხატეს.

“დღევანდელი აქციის მიზანია გავუგზავნოთ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მკაცრი მესიჯი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მოვთმინოთ მეტი” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი კიკნაველიძემ.

მისი თქმით, ხურჩაში მომხდარმა მკვლელობამ გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების კაპიტულანტური დამოკიდებულება:

” ეს არის ბრალი იმას, რომ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ადარდებთ, რა მოუვათ საქარათველოს მოქალაქეებს, მათ ადადებთ, რა მოუვა მათ ძალაუფლებას და ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი აკეთენ ყველაფერს” – თქვა კიკნაველიძემ.

აქციას “ერთიანი ნაციონაური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძეც დაესწრო. კახიძის აზრით,   საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად მთავრობამ  პრევენციული ნაბიჯები უნდა გადაგას:

“ეს ბანიჯებია პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, რომ ჩვენ არ ვიყოთ მარტონი ამხელა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე სპეციალური დანიშნულების საგუშაგოების მობილიზება და მათი გამაგრება საოკუპაციო ხაზთან, არა პროვოკაციისთვის, არამედ პრევენციისთვის, და უნდა შეწყდეს რუსეთთან დამთმობი და მაამებლური პოლიტიკა. საჭიროა პრინციპული პოლიტიკა,” – განაცხადა ოთხარ კახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი