ახალი ამბები

სტიქიით დაზარალებულ მოქირავნეებს 4 ან 6 ათასი ლარის კომპენსაციას მისცემენ

13 მაისი, 2016 •
სტიქიით დაზარალებულ მოქირავნეებს 4 ან 6 ათასი ლარის კომპენსაციას მისცემენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ 22 ოჯახს, რომლებიც ნაქირავებში ცხოვრობდნენ, ფინანსური დახმარება მისცენ.

საკრებულოს 13 მაისის გადაწყვეტილებით, ოჯახებს, რომლის შემადგენლობაში 2 წევრი შედის ფინანსური დახმარება 4 ათასი ლარით განესაზღვრათ, ხოლო 2 წევრზე მეტის შემთხვევაში – 6 ათასი ლარი.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ დააყენა საკითხი, რომ ამ ადამიანებს ფულადი კომპენსაციის მიცემასთან ერთად დაზარალებულის სტატუსი მისცენ, თუმცა საკრებულომ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

საკრებულომ ცვლილება შეიტანა თბილისის მერიის საკრებულოსადმი მიმართულ წინადადებაში, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულ მოქირავნეებს 3 ათასი ლარი გადაეცემოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი