ახალი ამბებიტექნოლოგიები

ინსტაგრამის განახლებული ლოგო და ინტერნეტის ნეგატიური გამოხმაურება

12 მაისი, 2016 •
ინსტაგრამის განახლებული ლოგო და ინტერნეტის ნეგატიური გამოხმაურება

სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” ლოგო შეიცვალა. ძველი, რეტროკამერა მინიმალისტურმა, ფერადმა ლოგომ ჩაანაცვლა. შეიცვალა სოციალური ქსელის ინტერფეისიც და ახლა შავ-თეთრია. ასევე, განახლდა სოციალური ქსელის შიდა აპლიკაციები – ბუმერანგი, ჰაიპერლაფსი და ლეიაუთი. ამიერიდან, ქსელში სიახლეები არა ქრონოლოგიურად, არამედ ანგარიშის მფლობელის მიერ ყველაზე მეტჯერ “მოწონებული” მეგობრების (following) პოსტების მიხედვით დალაგდება.

2015 წლის მონაცემებით, ძველი ლოგო სოციალურ მედიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დასამახსოვრებელ ლოგოდ მიიჩნეოდა, თუმცა კომპანიაში თვლიან, რომ განახლებული იერი მეტ ყურადღებას გადაიტანს “თქვენს ფოტოებსა და ვიდეოებზე და სოციალური ქსელი ნაკლებად შემოიჭრება თქვენს პირად სივრცეში”.

“ინსტაგრამის მომხმარებლების რაოდენობა წლების განმავლობაში გაიზარდა. ყოველდღიურად სოციალურ ქსელში 80 მლნ-მდე ფოტო და ვიდეო იტვირთება. ჩვენი განახლებული იერი კი უკეთესად გამოხატავს, რამდენად ცოცხალი და მრავალფეროვანი გახდა ამბის თხრობის ვიზუალური ტექნიკა” – ნათქვამია კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 2010 წლის შემდეგ ეს სოციალური ქსელის ლოგოს პირველი რადიკალური ცვლილებაა.

სიახლეს ინტერნეტსივრცეში უკმაყოფილო მომხმარებელი გამოეხმაურა. -ს ქვეშ, ტვიტერსა და ფეისბუკში არაერთი მოსაზრება გამოქვეყნდა. მომხმარებელთა უმეტესობას ახალი ლოგო ზედმეტად მარტივად და უშნოდაც კი მიაჩნია.

სოციალური ქსელი ინსტაგრამი ფესიბუკის შვილობილი კომპანიაა. ფეისბუკის ლოგომ იერი 2005 წლის შემდეგ პირველად 2015 წელს მცირედ შეიცვალა. კომპანიაში მიიჩნევდნენ, რომ ლოგოს რადიკალური ცვლილება არ იქნებოდა სწორი გადაწყვტილება და სოციალური ქსელის მთავარი სიმბოლო “F” ხელშეუხებელი დარჩა. რამდენჯერმე შეიცვალა იერი ტვიტერის ლურჯმა ჩიტმაც, თუმცა კომპანიამ ძირითადი კონცეფცია შეინარჩუნა. 2005 წლის შემდეგ ხუთჯერ შეეცადა სოციალური ქსელი იუთუბი საკუთარი ლოგოს გაუმჯობესებას. მარკეტოლოგები თვლიან, რომ ლოგოს ცლილებას კომპანიები საკუთარი გაუმჯობესების აღსანიშნავად მიმართავენ. ის კომპანიებში რებრენდინგის, ანუ განახლების საუკეთესო საწყისია. ხშირად, საწყის ეტაპზე მათ არ აქვთ საკმარისი ბიუჯეტი ლოგოზე დასახარჯად, ამიტომ ზრდასთან ერთად იცვლება მათი მოთხოვნებიც.  პირველი აპრილიდან ინსტაგრამმა რამდენიმე ცვლილება შესთავაზა მომხმარებელს, მათ შორის 60 წამამდე გაზრდილი ვიდეო და შიდა აპლიკაცია ვიდეოების დასამონტაჟებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი