ახალი ამბებიტექნოლოგიები

4 სიახლე, რომელსაც Instagram პირველი აპრილიდან შემოგთავაზებთ

1 აპრილი, 2016 • 2281
4 სიახლე, რომელსაც Instagram პირველი აპრილიდან შემოგთავაზებთ

პირველი აპრილიდან სოციალური ქსელი Instagram რამდენიმე ცვლილებას შესთავაზებს მომხმარებელს:

1. განახლებული ალგორითმის დახმარებით ე.წ. ნიუსფიდში ანუ სიახლეების გვერდზე ამიერიდან თქვენი მეგობრების ფოტოები/ვიდეოები დალაგდება არა უკანასკნელად გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით, არამედ იმ პოსტების მიხედვითაც, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ; რომლებსაც უფრო ხშირად იწონებთ. შედეგად, სიახლეების გვერდი უფრო მეტად სოციალურ ქსელ Facebook-ისას დაემსგავსება.

2. 15-წამიანი ვიდეოების ხანგრძლივობა 60 წამამდე გაიზრდება. რაც საკმარისია არა მხოლოდ, მაგალითად, კონცერტზე სიმღერის დიდი ნაწილის გადასაღებად, არამედ სრულმეტრაჟიანი რეკლამის ასატვირთად. იდეის ავტორების აზრით, ეს გაზრდის მომხმარებელთა მოტივაციას, რომ გაცილებით საინტერესო ვიდეოები გადაიღონ.

3. ინსტაგრამში, სოციალურ ქსელ Snapchat-ისა და Vine-ის მსგავსად, შესაძლებელია იქნება ვიდეოების დამონტაჟება. თუ აქამდე ვიდეოს დასამუშავებლად სხვადასხვა პროგრამის გამოყენება იყოს საჭირო ქსელში ატვირთვამდე, ახლა ამის გაკეთება შიდა პროგრამითაცაა შესაძლებელი.

4. ასევე, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ გამოიწეროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მომხმარებლის პოსტები. იმისათვის, რომ მათი არც ერთი სიახლე გამოგრჩეთ, შესაძლებელი იქნება გაააქტიუროთ შეტყობინებების ახალი სერვისი და მიიღოთ ნოტიფიკაცია.

სოციალური ქსელი ინსტაგრამი ფესიბუკის შვილობილი კომპანიაა, რომელშიც შესაძელებლია მხოლოდ ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება. აპლიკაციას ამ ეტაპზე 100 მლნ-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი