ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია ახალ მმართველ გუნდს ელექტორნულად აირჩევს

1 ნოემბერი, 2011 • 1013
რესპუბლიკური პარტია ახალ მმართველ გუნდს ელექტორნულად აირჩევს
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის რიგითი XIV ყრილობა 9 ნოემბერს გაიმართება. ყრილობა პარტიის ახალ მმართველ გუნდს აირჩევს. ყრილობის დელეგატები 35–კაციან ახალ ეროვნულ კომიტეტსა და 5–კაციან სარევიზიო კომისიას აირჩევს.
რესპუბლიკური პარტიის ცნობით, სპეციალურად ამ ყრილობისთვის შეიქმნა ახალი, კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც პირველად ქართულ პოლიტიკაში ელექტრონული არჩევნები ჩატარდება. რესპუბლიკური პარტიის 35–კაციან ეროვნულ კომიტეტში მოსახვედრად 61 კანდიდატი, ხოლო 5–კაციან სარევიზიო კომისიაში მოსახვედრად 10 კანდიდატი იყრის კენჭს.
რესპუბლიკური პარტიის ყრილობას წინასწარ რეგისტრირებული 832 დელეგატი ეყოლება, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან.
ყრილობა პარტიის ეროვნული კომიტეტის, პარტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და სარევიზიო კომისიის ორი წლის საქმიანობის ანგარიშს მოისმენს და განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკურ– სტრატეგიულ მიმართულებას.
რესპუბლიკური პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელსაც იწვევს პარტიის ეროვნული კომიტეტი ორ წელიწადში ერთხელ.

მასალების გადაბეჭდვის წესი