ახალი ამბები

ლექვინაძე: ბოტანიკურ ბაღს უჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, ახალი გზიდან ჰქონდეს შესასვლელი

6 მაისი, 2016 • 1313
ლექვინაძე: ბოტანიკურ ბაღს უჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, ახალი გზიდან ჰქონდეს შესასვლელი

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ლექვინაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღს დამატებითი შესაძლებლობა უჩნდება, ჰქონდეს შესასვლელი ორთაჭალა-შინდისის გზიდან.

“ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს კრწანისი შინდისის მიმართულებით და ბოტანიკურ ბაღს უჩნდება კიდევ ერთი დამატებით შესაძლებლობა, რომ ახალი გზიდან ჰქონდეს შესასვლელი, რაც მის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისის მერიის განცხადებით, შინდისაა და კრწანისს დააკავშირებს. ახალი გზა ასევე შენდება იმ 30 აჰა მიწის მიმდებარედ, რომელიც თბილისის მერიამ გაასხვისა აუქციონზე იმ პირობით, რომ აშენდება სასტუმრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი