თბილისის ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბოტანიკური ბაღი კორონავიპურის პანდემიის ფარგლებში იყო დაკეტილი ისევე როგორც სხვა რეკრეაციული ზონები.
“უსაფრთხოების წესების სრული დაცვით იმუშავებს ყველა სალარო პუნქტი, დამთვალიერებლებს სათანადო დისტანციის დაცვით შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციები და ღირსშესანიშნაობები. ჯერჯერობით კვლავ შეჩერებული იქნება საექსკურსიო მომსახურება და ელექტრომობილების ტურები”, – აცხადებე ბაღის ადმინისტრაციაში.
ხვალიდან, 11 მაისიდან კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
11 მაისიდან იხსნება ყველანაირი შეზღუდვა თბილისში შესვლასა და გამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ძალაში რჩება კარანტინის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ 21-დან – 06:00 საათამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია.
გარდა ამისა, 11 მაისიდან იხსნება ყველა სახის წარმოება, მათ შორის საგამომცემლო საქმიანობა და ა.შ.
11 მაისიდან გახსნის უფლება აქვთ ღია მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც, თუმცა მაგალითად ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან იხსნება, ლისის ტბა 22 მაისამდდეა დაკეტილი.
ასევე, 11 მაისიდან იხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები ჯერჯერობით არ იხსნება. ამ შეზღუდვის მოხსნა სავაჭრო ცენტრებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა მაგალითად ისთ ფოინთში იხსნება დომინო, ასევე ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიები. როგორც ცნობილია, მოლებში ისედაც მუშაობს ჰიპერმარკეტები და აფთიაქები.
14 მაისიდან შესვლა/გამოსვლის თვალსაზრისით იხსნება რუსთავი და გარდაბანი, ხოლო 18 მაისიდან – მარნეული.
საგანგებო მდგომარეობის წესები 22 მაისამდე რჩება ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დახრულ სივრცეებში მაღაზიებში და ა.შ. საჭიროა პირბადე, საკარანტინო საათებში გადაადგილება აკრძალულია და ა.შ.