საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს ონლაინ-სესხებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისთვის მექანიზმების შესამუშავებლად. ამ საკითხზე დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გაიმართა მსჯელობა.
როგორც მთავრობის პრესსამსახური იუწყება, ეკონომიკური საბჭოს სხდომა დღეს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. სხდომაზე მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო დროს მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ასრულებს ტურიზმის მზარდი დინამიკა.