საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში ონლაინ დახმარების მომსახურება ამოქმედდა.
აღნიშნული ონლაინ დახმარება, სამინისტროს ინფორმაციით, Mibew Messenger-ის პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც ოპერატორები ონლაინ რეჟიმში მომხმარებლის კითხვებს პასუხობენ.
“იმისთვის, რომ მომხმარებლებმა და დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ პროგრამით ისარგებლონ, საჭიროა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე შევიდნენ და სასურველი კითხვა გაგზავნონ.-ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, პროგრამა რამდენიმე დღეა ამოქმედდა და უკვე 3000-მდე შეტყობინებაა შემოსული. ცხელი ხაზის განყოფილებაში კი ყოველთვიურად 13400-მდე ზარი შედის.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისთროს მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, ონლაინ პროგრამის გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციის ოპერატიულად გასავრცელებლად სოციალური ქსელ “Facebook”- საც იყენებს.
http://www.facebook.com/dimitrishashkini
http://www.facebook.com/emis.ge“, –ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამარჯობათ,ვარ ქ.სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი,მაქვს შეკითხვა,გთხოვთ გამცეთ პასუხი. ახალი სახელფასო ფორმულის შემდეგ საათების განაწილების დროს აქვს თუ არა უპირატესობა წამყვან მასწავლებელს? ერთი წამყვანია,ერთი უფროსი,საათები საკმარისი არ არის ორივესთვის.
გამარჯობა როგორ გაააქტიურო პირველ კლასელის კომპიუტერი???
მოგესალმებით, მსურს სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება. გთხოვთ დამაკვალიანოთ
მოგესალმებით, მსურს სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება. გთხოვთ დამაკვალიანოთ
თუ სამოქალაქოს გამოცდას ჩავაბარებ დაწყებითებში მე და საზოგადოება მაღალანაზღაურებადია?