თბილისში, დიდუბეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ ერთ-ერთ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს.

წინასწარი ინფორმაციით, მოკლულები, სავარაუდოდ ,60 წელს გადაცილებული ქალი და მამაკაცი არიან.

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ, თუმცა ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

„პირველების“ ცნობით, მოკლულია ცოლ-ქმარი, რომელსაც ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლი გაუხსნა.