საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხევაშიც, საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრება, მხარი დაუჭირა. საკომიტეტო განხილვა დღეს, 5 მაისს გაიმართა და კანონპროექტს მხარი კომიტეტის წევრების უმრავლესობამ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა, წინააღმდეგი კი არავინ ყოფილა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს განსახილველად გაუგზავნის.
საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს პარლამენტის 80-მა წევრმა წარუდგინა. კანონპროექტს მხარს უჭერს კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, თუმცა საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვს “რესპუბლიკურ პარტიას”. “რესპუბლიკური პარტია” საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვით, ქორწინება ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირია, პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევს.
ამგვარი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით 2014 წლის 28 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. აღნიშნული ღარიბაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.