ახალი ამბები

IDFI: ხელისუფლებამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის 29 ვალდებულებიდან 20 შეასრულა

3 მაისი, 2016 • 1263
IDFI: ხელისუფლებამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის 29 ვალდებულებიდან 20 შეასრულა

საქართველოს ხელისუფლებამ ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის 29 ვალდებულებიდან მხოლოდ 20 შეასრულა. ამის შესახებ განცხადებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.

მათიი ინფორმაციით, ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო 16 სახელმწიფო უწყება, ხოლო სამოქმედო გეგის ვალდებულებები მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების საფუძველზე  განისაზღვრა.

IDFI-ს კვლევის მიხედვით, არ შესრულებულა შემდეგი ვალდებულებები:

 

 

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებული ვალდებულებები

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებული ვალდებულებები

 

ამჟამად საქართველო OGP-ის მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები მასში შესატანი ვალდებულებების შესახებ. IDFI მიიჩნევს, რომ მესამე სამოქმედო გეგმის უკეთ განსახორციელებლად მნიშვნელოვანია გაანალიზდეს მეორე სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზები.

 

“IDFI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები მომავალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და შესრულების დროს:

1. ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს. სამოქმედო გეგმის შედგენისას უნდა არსებობდეს აღებული ვალდებულებების შესრულების არა ფორმალური, არამედ მკაფიო და გადაწყვეტილი პოლიტიკური ნება.

2. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა იყოს არა მხოლოდ რეალისტური, არამედ ამბიციურიც. მათი შედეგი უნდა იყოს მასშტაბური, ხელშესახები და ტრანსფორმაციული.

3. სამოქმედო გეგმის ის ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება OGP-ის პრინციპებს, პირველ რიგში უნდა შესრულდეს. ამავე რეკომენდაციას იძლევა შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმი.

4. როგორც ეს საჯარო კონსულტაციებმა აჩვენა, საჭიროა მეტი ისეთი ვალდებულების აღება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას. ამავე რეკომენდაციას იძლევა შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმი.

5. ინდიკატორები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულება, უნდა იყოს მკაფიო და რეალისტური.

6. საქართველომ მეტი ვალდებულება უნდა აიღოს ადგილობრივ თვითმმართველობებში OGP-ის პრინციპების დამკვირდების მიზნით. ამ მხრივ, ყველაზე ხშირად, OGP-ის წევრი ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა ადგილობრივ დონეზე ელექტრონული პლატფორმების შექმნა, მონაწილეობითი ბიუჯეტირების დამკვიდრება და მონაცემების პროაქტიულად და ადვილად დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება.

7. OGP-ის პრინციპების სრულფასოვნად დამკვიდრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრთა შემადგენლობის გაფართოება. პროცესში უნდა ჩაერთონ ისეთი სახელმწიფო უწყებები, რომლებსაც შეეძლებათ ეფექტიანი და ამბიციური ვალდებულებების აღება და განხორციელება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი