2 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას დააკავეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.
როგორც ნეტგაზეთს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, დავითურთან ადვოკატი ჯერ არ შესულა და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მისივე თქმით, უცნობია, აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები დავითურს მიყენებული, ასევე უცნობია, რა ბრალდებითაა დაკავებული.
ფოტო: პუბლიკა