IRI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 15 % ფიქრობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. იმავეს კოალიცია “ქართულ ოცნებაზე” მხოლოდ 13 % ფიქრობს.
გამოკითხულთა 5% ფიქრობს, რომ საქართველოს პრობლემებს “თავისუფალი დემოკრატები” გადაჭრიან, იმავეს ფიქრობს ლეიბორისტულ პარტიაზე 3 %, ხოლო პატრიოტთა ალიანსზე- 1%.
გამოკითხულთაგან 16% ფიქრობს, რომ არც ერთ პარტიას არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.
ხოლო ყველაზე მეტს, 45%-ს არა აქვს კითხვაზე პასუხი.
საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ახალი ანგარიში 28 აპრილს გამოქვეყნდა. IRI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები IPM Research-მა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). გამოკითხვა ჩატარდა 2016 წლის 12 მარტი – 2 აპრილის პერიოდში.
კვლევის ფარგლებში 1500 ადამიანი გამოკითხეს და და IRI-ის განცხადებით ის რეპრეზენტატულია ასაკის, გენდერის, განათლების, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.