გთავაზობთ 28 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10:30 – სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” (26 მაისის მოედანი 1) კამპანია “ეს შენ გეხებას” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ მრგვალ მაგიდას – “პირადი ცხოვრების უფლების დაცვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები”;
10:30 – “გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის, ისაუბრებს „საკოორდინაციო საბჭოსა“ და არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანებაზე. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2;
11:00 – 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების პრეზენტაცია. მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (გუდიაშვილის ქუჩა#7);
11:00 – ტექნოპარკში (ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა, თბილისი) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია Microsoft საქართველო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, რომლის ფარგლებშიც სააგენტოსა და კომპანიას შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების ხელშეწყობასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ქართველი მეწარმეებისათვის;
11:00 – “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22;
11:00 – თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მშენებლობები თბილისში და K3 – გამწვანების კოეფიციენტი – დარღვევები, საგანგაშო მდგომარეობა ქალაქში; რა მასშტაბებს აღწევს გამწვანების კოეფიციენტის დარღვევა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
13:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კარლო ლაფერაძეს მოუსმენენ. თემა: კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარე ტერიტორიის აუქციონზე გაყიდვა.
15:00 – თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში სტუდენტებს შეხვდება.








