ახალი ამბები

ნიშნიანიძე: ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა მაშენებელი და მიხეილ შემშინებელი

27 აპრილი, 2016 • 1919
ნიშნიანიძე: ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა მაშენებელი და მიხეილ შემშინებელი

“სიმართლე გითხრათ, მე რუსთავი 2-ის მხარეს ვარ. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გლანძღავს, განქიქებს და მასხრად გიგდებს, ჩვენს რეიტინგს ძალიან სწევს. ამიტომ, ერთი რუსთავი 2 უნდა გქონდეს ქვეყანაში. თუ არ გაქვს, უნდა გამოიგონო,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესზე საუბრისას გააკეთა.

ნიშნიანიძის განცხადებით, “რუსთავი 2” არაფერს აშავებს:

“ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი. იყოს ის რუსთავი ორიც, არაფერს აშავებს. მე პოლიტიკოსი ვარ და ამ სასამართლო პროცესზე ჩემგან დადებითი ან უარყოფითი კომენტარის გაკეთება კარგი არ იქნება. სასამართლოს უნდა ვაცადოთ და მეც და ყველა ჩვენგანიც უნდა დავეთანხმოთ ამ გადაწყვეტილებას.”

დღეს, 27 აპრილს სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის არსებითი განხილვა განახლდა.

“მეგობრებო, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და ასევე უკვე ჩატარებული 2 სხდომის ინდიკაციებით, სააპელაციო სასამართლო მაღალი ალბათობით ადგას ურთმელიძის გზას”, – ეს ტექსტი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ ფეისბუკში გამოაქვეყნა და მოქალაქეებს სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდა, რათა დააკვირდნენ პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი