ახალი ამბებიხელოვნება

გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგმება

25 აპრილი, 2016 • 2770
გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” ოპერის თეატრის სცენაზე დაიდგმება

თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ახალი სპექტაკლი დაიდგმება. კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა ქართველი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების, “სამოსელი პირველის” მიხედვით, ახალი პროექტი შექმნა. ავტორის თქმით, მასში შერწყმულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.

“სამოსელი პირველის” დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანია, ქორეოგრაფი- ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი- ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები- ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი. მთავარ პარტიებს შეასრულებენ როგორც ოპერის თეატრის სოლისტები – თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა, ასევე, დრამატული თეატრის მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია და მიხეილ გომიაშვილი.

ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა ოპერაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. სპექტაკლს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს. სპექტაკლთან დაკავშირებით 26 აპრილს, 12:00 საათზე, ოპერის თეატრში პრესკონფერენცია მოეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი