ახალი ამბები

ქვორუმის არარსებობის გამო მთავრობის სხდომა გადაიდო

22 აპრილი, 2016 • 1090
ქვორუმის არარსებობის გამო მთავრობის სხდომა გადაიდო

დღეისათვის დაგეგმილი მთავრობის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრთა კაბინეტის 6 წევრი ადგილზე არ იმყოფება, მთავრობის სხდომა ვერ ტარდება.

მთავრობაში ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 5 მინისტრი უცხოეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. წუხელ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ასევე ვიზიტით იმყოფებოდა უცხოეთში, თუმცა უამინდობის გამო თვითმფრინავი სტამბულიდან საქართველოში ვერ გამოფრინდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მთავრობის სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი