დღეს, 21 აპრილს, ვაზიანი-თბილისი სამარშრუტო ხაზის მძღოლი მსუბუქად დაიჭრა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შსს-ს ცნობით, სამარშრუტო ხაზის მძღოლი მძღოლებს შორის შელაპარაკების შედეგად დაიჭრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.