ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოში ანტიევროპული პროპაგანდის საპირწონე პროცესი მიმდინარეობს

21 აპრილი, 2016 • 1347
პრემიერი: საქართველოში ანტიევროპული პროპაგანდის საპირწონე პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მედიასაშუალებებში ანტიევროპული კამპანიის საპირწონე პროცესი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეს ოპოზიციის აღქმაა, თითქოსდა მაღალჩინოსნები ქსენოფობიურ მედიას უჭერენ მხარს.

ეს განცხადებები პრემიერმა ესტონეთის წარმომადგენლის შეკთხვის საპასუხოდ გააკეთა. მან გიორგი კვირიკაშვილს ჰკითხა, თუ რას აკეთებდნენ საქართველოში მასმედიაზე გაძლიერებული რუსული პროპაგანდის კუთხით, ასევე ქსენოფობიური მედიის მიმართ სხვადასხვა მაღალჩინოსნის მხარდაჭერაზე.

“პირველი რეაგირება ჩვენი მხრიდან იყო სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით, ევროპული კამპანიების ჩატარება. ჩვენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი თავმჯდომარეობს ამ კამპანიას. ეს არის მასიური კამპანია მასმედიის ყველა წყაროში – ცენტრალურ, რეგიონალურ დონეზე, რომელიც ევროპული ღირებულების პოპულარიზაციას ახორციელებს – ადამაინის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თემებზე საუბრობს და ეს გახლავთ ანტიევროპული პროპაგანდის საპირწონე პროცესი.

ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, რომ ვინმე ქსენოფობიურ განცხადებებს და მასმედიის მხარდაჭერას ახორიცელებს. ეს ალბათ ჩვენი ოპოზიციური სპექტრის აღქმაა.  შემიძლია მოგახსენოთ, რომ ოპოზციური არხები უფრო მეტად ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ არ შეგვიძლია, დავბლოკოთ რომელიმე მედიაწყარო. ჩვენი არჩევანი არის ევროპული მასმედიის სასარგებლოდ, რაც უმნიშვნელოვანესია,”- განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი