ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ბირთვული უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად განვიხილავთ

21 აპრილი, 2016 • 1343
კვირიკაშვილი: ბირთვული უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად განვიხილავთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა. ევროპელი კონსერვატორების წევრის, მარკ რიჩარდის შეკითხვა საქართველოდან ურანის გატანის მცდელობას შეეხო. მომხდარი, მისი აზრით, აჩენს საფრთხეს, რომ ურანი ტერორისტების ხელში აღმოჩდება. რიჩარდის კითხვაზე, რა უნდა გააკეთონ ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პრემიერმა უპასუხა, რომ პრობლემას საქართველოში სერიოზულად განიხილავენ:

“იმ დამნაშავეების დაკავება, რომლებიც ცდილობდნენ ურანის საზღვრებს გარეთ გატანას, რა თქმა უნდა, წარმატებაა. ამ პრობლემას ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, არაჩვეულებრივი პარტნიორობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. ბოლო პერიოდში ჩვენი პრეზიდენტი იმყოფებოდა ბირთვული იარაღის სამიტზე და ამ მხრივ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოში გავხსენით საგანგებო სიტუაციების მართვის არხი, რაც ჩვენსა და დიდ ბრიტანეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი