ახალი ამბები

21 აპრილი – ანონსი

20 აპრილი, 2016 • 1466
21 აპრილი – ანონსი

გთავაზობთ 21 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

10:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ჩუნგ უი ჰვასთან. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10:00 – სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ. ღონისძიებას გახსნიან ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, და ნილს სკოტი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.

10:00 – სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი კომპანია GEOHYDRO-ს გაცნობით სახის კონფერენციას „bfl და საქართველო”-ს გახსნის

11:00 – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი უმასპინძლებს კონფერენციას – “იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის 2015 წლის შედეგები: ანალიზი და მდგრადობა”. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 – საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე დაესწრებიან

11:30 – “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინს გამართავს

11:00 – საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზის წინ (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11:05 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და კორეის რეპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ჩუნგ უი ჰვას ერთობლივი განცხადება პრესისთვის. თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზის წინ (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

11:45 – სასტუმროში Holiday Inn დაიწყება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის საბჭოს სხდომა

12:00 -“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს

12:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით, საკრებულოში პრეზენტაცია თემაზე “ველოსიპედი, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი თბილისში. გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“ გაიმართება

13:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეწვევა და შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს

14:00 – თბილისის „ივენთ ჰოლში“ ქართული წიგნის ფესტივალი„წიგნი და მუსიკა“ გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ფესტივალის დამფუძნებლები გია ქარჩხაძე და თინათინ მამულაშვილიდაესწრებიან

15:00 – თბილისი მოლში ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადას – IYIPO 2016 საზეიმოდ გაიხსნება. ოლიმპიადას თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის

17:00 – ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში მედიაპორტალი “ჯემნიუსი” გამართავს დისკუსიას თემაზე: ყარაბაღის კონფლიქტის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი