ახალი ამბები

სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთადერთი ბენეფიციარი მინისტრია

20 აპრილი, 2016 • 1494
სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთადერთი ბენეფიციარი მინისტრია

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დავით სერგეენკომ განაცდახა, რომ ის ერთადერთი მინისტრია, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარია:

“საჯარო დაწეესებულებები, სამინისტრო, პარლამენტი არ სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით, არამედ სარგებლობს კორპორაციულიდ დაზღვევით,  ანუ თავისი ხელფასიდან იხდის საკუთარი სამედიცინო დახმარების ფულს. ერთადერთი გამონაკლისი სამინისტროებში ალბათ მე გახლავარ, ჯანდაცვის სამინსიტრო მთლიანად კორპორაციული დაზღვევით სარგებლობს,  მე არ ამიღია კერძო სადაზღვეო პაკეტი. თეორიულად ვარ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი, თუმცა ამ სამწლიანხევრის  წლის განმავლობაში ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავ საკუთარი ჯანმრთელობისთვის, სხვა გხებით ვაგვარებ.”

მისივე განამრტებით, 2016 წელს 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა:

“ამ ადამიანებს სახელმწიფო არ უხდის ფულს, ისინი საკუთარი ჯიბიდან იხდიან  სამედიცინო მომსახურების თანხას. სავარაუდოდ, ეს სწორედ ის მაღალ და საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობის ნაწილია, ვიზეც სამინისტრო ფულს არ ხარჯავს. მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო დაზღვევით, ” – აღნიშნა სერგეენკომ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 15 აპრილს ტელევიზიების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა კორექტირებას საჭიროებს.

“ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები უზრუნველყონ ჯანდაცვის მომსახურებით, არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა,” – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილს მაგალითად საკუთარი თავი და სხვა მინისტრები მოჰყავს, რომლებიც, მისი თქმით, არ უნდა სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანდაცვით და ამას საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი