ახალი ამბები

სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

5 მარტი, 2024 •
სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ აუნაზღაურებს სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს.

აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები.

დოკუმენტსი მითითებულია, რომ დადგენილება გამოქვეყნების მომენტიდან, ანუ 29 თებერვლიდან ძალაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი