ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ცნობით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

19 აპრილი, 2016 • 1322
ცხინვალის ცნობით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ცხინვალის ცნობით, “საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქეა დაკავებული”. ყველა მათგანი, ოფიციალური ცნობითვე, ეთნიკური აზერბაიჯანელია.

ოფიციალური ცნობით, დაკავების ფაქტი 14 აპრილს მოხდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გახადეს საჯარო.

კანონდამრღვევები, როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური წერს თავის განცხადებაში, უკვე გაძევებული არიან რესპუბლიკის ტერიტორიიდან.

“ტერიტორიაზე მოსახვედრად ფულის სანაცვლოდ მათ რესპუბლიკის მცხოვრები დაეხმარა. უცხოელების აღნიშნულმა ჯგუფმა სამი თვის წინ არალეგალურად გადმოკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი”,- წერია უწყების განცხადებაში.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციითვე, იმ პირის მიმართ, ვინც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარა, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად ხორციელდება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი