ახალი ამბები

აუდიტორია #115-ის წევრები პრემიერისაგან ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან

17 აპრილი, 2016 • 1072
აუდიტორია #115-ის წევრები პრემიერისაგან ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აუდიტორია #115-ის წევრები განცხადების სახით პრემიერთან ერთად განხილულ ძირითად საკითხებს ავრცელებენ:

  1. განათლების ძირეული რეფორმის საკითხი, რაც ეხება ფუნდამენტური მეცნიერებების წინ წამოწევას, გარე რეფერირების პრინიციპის დანარგვას, დაფინანსების გაზრდას და სხვა საკითხებს.
  2. თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და სტუდენტების წარმომადგენლობით საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევას.
  3. ოდეერების გამოვლენას და მათ მიერ უნივერსიტეტების დატოვებას.
  4. აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის დემოკრატიზაციას საკანონმდებლო დონეზე.

“პრემიერ-მინისტრი ჩვენს ყველა მოთხოვნას დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა აუდიტორია# 115-თან თანამშრომლობაზე. დაიდო პირობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება კონსტიტუციაში განსაზღვრულიყო მინიმალური ზღვარის შესახებ, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერებისთვის,” – აღნიშნულია განცხადებაში.

საერთო გადაწყვეტილებით, აუდიტორია #115 მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი კვირკაშვილი სტუდენტებს დღეს შეხვდა.  სტუდენტური პროტესტი 16 აპრილს განახლდა. მათ დაიკავეს თსუ-ს მე-6 კორპუსი და მოაწყვეს აქცია-მსვლელობა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი