ახალი ამბები

აუდიტორია #115 თსუ-ს მე-6 კორპუსის დატოვებას გეგმავს

17 აპრილი, 2016 • 5004
აუდიტორია #115 თსუ-ს მე-6 კორპუსის დატოვებას გეგმავს

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია #115 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსს ტოვებს. სტუდენტებმა შენობის პიკეტირება გუშინ შეძლეს და ამ დრომდე შესასვლელი კარი ჩაკეტილი იყო, თუმცა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მოძრაობის წევრებმა გადაწყვიტეს, შენობიდან დღეს საღამოს ან ხვალ დილით გამოვიდნენ.

“პრემიერ-მინისტრმა ჩვენთან შეხვედრისას გამოხატა მზაობა, რომ დაიწყოს ჩვენს მიერ დასმულ პრობლემებზე მუშაობა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოვიდეთ მე-6 კოპრუსიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. მაგრამ თუ პრემიერიც განათლების მინისტრის მსგავსად არ გადადგამს ნაბიჯებს და არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ჩვენ კვლავ ვიტოვებთ უფლებას, რომ მსგავსი სახით გამოვხატოთ პროტესტი,” – აცხადებს აუდიტორია #115-ის წევრი ნათია ქარჩილაძე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სტუდენტებს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი