ომარ ნიშნიანიძე: მე მგონი, პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს

“მე მგონი, პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს. მთავრობამ უფრო უკეთ იცის, რამდენი აქვს და რა შესაძლებლობა აქვს ,” – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.

ომარ ნიშნიანიძის თქმით, საარჩევნო კამპანიის სამი თვით ადრე დაწყება გამართლებულად მიაჩნდა:

“ამიტომ მე მაინც გამართლებულად მიმაჩნდა, რომ საარჩევნო კამპანია სამი თვით ადრე დაგვეწყო და პრემიერ-მინისტრმა თავისი პოზიცია  ნათლად გამოხატა. ერთმანეთის ჯინაზე საქმის გადაწყვეტა არ წაადგება არც საარჩევნო პროცესს და არც ქვეყანას. ვნახოთ, მოლაპარაკება გრძელდება. კრიზისი მოსალოდნელი არ არის. ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესი იქნება, უბრალოდ, ცოტა ადრე დავიწყებთ. ფინანსურად ეს შეიძლება მომგებიანი არ იყოს, მაგრამ ქვეყანას არ დააქცევს.”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე საარჩევნო კამპანიის 3 თვით ადრე დანიშვნის შესახებ და აცხადებს, რომ არჩევნებს 5 თვით ადრე დანიშნავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.