ახალი ამბები

ანონსი- 14 აპრილი

13 აპრილი, 2016 •
ანონსი- 14 აპრილი

გთავაზობთ 14 აპრილს საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონსს:

09:00  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.


 

10:00   სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჩატარდება კონფერენცია-„წინასაარჩევნოდ საზოგადოებივი აზრის კვლევის მნიშვნელობა საქართველოში“, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფოდნის (GFSIS) მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.  კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი  და ფონდის პრეზიდენტი  ეკატერინე მეტრეველი.


10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ (მის: მ.კოსტავას #14) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს წარადგენს.  შეხვედრას დაესწრებიან საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ექსპერტები, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.


 

11:00  “პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI-ს გამოკითხვის შედეგები, ცხინვალში რეფერენდუმის მზადება რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.


 

11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში „ვისოლ ჯგუფი“  „კარიერული განვითარების ფორუმს“ გამართავს და საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული სასწავლებლების აკადემიურ პერსონალს ჯგუფის განვითარების გეგმებსა და ადამიანური რესურსების კუთხით საჭიროებებს გააცნობს. ფორუმზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია შრომის ბაზრის თავისებურებებზე პრეზენტაციას გამართავს.


 

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქალთა პარტიის ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI -ის კვლევა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.


 

12:00 თბილისის მუნიციპალიტტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართება.


 

12:00  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა -„Caucasus Tourism Fair 2016” გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული ქართული სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის  გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.


13.00 დედაენის ბაღში აფხაზთა კრების ორგანიზაციები ვატარებთ ჩვენი გალელი თანამემამულეებისადმი სოლიდარობის აქციას:გალი-თანამედროვე რუსული გულაგი, დაიცავი დედა ენა! გალი-თანამედროვე რუსული გულაგი, დაიცავი დედა ენა!


 

13:30  თბილისში,  დედაენის ძეგლთან პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია  ქართული ენის დაცვის დღეს მიულოცავს იქ შეკრებილ მოსახლეობას და სრულიად საქართველოს.


14:00 იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის და საცდელი ტესტირების შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.  საუკეთესო შედეგების მქონე ათ მონაწილეს სერტიფიკატებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გადასცემს. მისამართი: პოლიტკოვსკაიას 3, იუსტიციის სასწავლო ცენტრი


 

 14:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები, ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, „დედაენის“ ბაღში შეიკრიბებიან. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე გვირგვინით შეამკობს „დედაენის“ ძეგლს; 


 

18:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შოთა რუსთაველისიუბილესადმი მიძღვნილი პროექტის ,,გადავწეროთ ვეფხისტყაოსანი” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა გამოფენა “რუსთაველი 850”, სადაც  „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილინაწარმოებები იქნება წარმოდგენილი. მის: თავისუფლების  N 2 (თბილისის  საკრებულო, თამარ მეფის სახელობის დარბაზი).

მასალების გადაბეჭდვის წესი