ახალი ამბებიკომენტარი

ნინო გოგუაძე: “თავისუფალ დემოკრატებს” ყველაზე მზარდი რეიტინგი გვაქვს

13 აპრილი, 2016 • 2031
ნინო გოგუაძე: “თავისუფალ დემოკრატებს” ყველაზე მზარდი რეიტინგი გვაქვს

“თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ NDI-ს კვლევებით გამოვლენილ ტენდეციებს ენდობა. მისი თქმით, ეს ტენდეციები მოსახლეობის განწყობას ასახავს:

“ცალკეულ ციფრზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ ვაკვირდებით მოსახლეობის განწყობას და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ამ განწყობას.”

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დაბალი რეიტინგი თითქმის საგანგაშოა:

“მე არ მახსენდება არც ერთი სახელისუფლებო ძალა, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი ჰქონდა, იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის დამატებითი ხიბლი აქვს ხოლმე და ხელისუფლებაში ყოფნის გამო აძლევს მოსახლეობის ნაწილი ხმას. არსებობს ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ასევე ხელისუფლების რესურსია და ამ კვლევის მიხედვით, ადმინისტრაციულ რესურსს დაბლა არის ხელისუფლების რეიტინგი.”

გოგუაძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეთა რაოდენობა არც იკლებს და არც იმატებს:

“მათ ჰყავთ ამომრჩეველი და მათი პროცენტული მაჩვენებელი არც იზრდება და არც მცირდება. როგორც ჩანს, ამაზე მეტი ან ნაკლები მხარდაჭერა “ნაციონალურ მოძრაობას” არ ექნება. ”

დეპუტატი ამტკიცებს, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” რეიტინგის ზრდის ტენდეცია აქვთ:

“ტენდეციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე მზარდი რეიტინგი გვაქვს ჩვენ. უარყოფითი რეიტინგი არ გვაქვს, ანუ არ ვაფრთხობთ მოსახლეობას და არ ეშინიათ ჩვენი. გარდა ამისა, ამომრჩევლების რაოდენობა, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს, მხარს ვის დაუჭერს, ძალიან დიდია, და თუ გავითვალისწინებთ NDI-ს კვლევის პირველ ნაწილს, რომლის მხიედვით, პროდასავლური ამომრჩევლების რაოდენობა უზომოდ მეტია არაპროდასავლურ ამომრჩეველზე, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ ამომრჩევლების ნდობას მოვიპივებთ.”

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები, რომელიც NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას”- 13%, “თავისუფალ დემოკრატებს- 6%, ხოლო 36%-მა არ იცის.

გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

NDI-ის  წინა, ანალოგიური კვლევის შედეგებით მიხედვით,  “ქართული ოცნების” რეიტინგი 5%-ით გაიზარდა, “ნაციონალური მოძრაობის” კი უცვლელი დარჩა.

CRRC- საქართველომ 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი