კომენტარი

რატიანი NDI-ს კვლევაზე: ოპოზიცია არის პირველ ადგილზე

13 აპრილი, 2016 • 1222
რატიანი NDI-ს კვლევაზე: ოპოზიცია არის პირველ ადგილზე

“როდესაც 2 პროცენტია სხვაობა მთავარ ოპოზიციურ ძალასა და სამთავრობო გუნდს შორის, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია არის პირველ ადგილზე,” – ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი NDI-ს კვლევის შედეგებს.

,,15-პროცენტიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ ამომრჩეველი და მხარდამჭერი აღარ ჰყავთ, გარდა ადმინისტრაციული რესურსისა. 15 პროცენტი არის სუფთა ადმინისტრაციული რესურსი და მეტი არაფერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქტომბერში ჩვენ ამ ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ და გავაგრძელებთ განვითარებას. ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი და ეს აჩვენა ამ გამოკვლევებმაც. მთავარი პრობლემა არის ეკონომიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი,”- აღნიშნავს რატიანი.

დეპუტატის თქმით, თუ ვინმესთვის კვლევის მეცნიერული მეთოდი დამაჯერებლობას არის მოკლებული, შეუძლია ყავაზე იმკითხაოს:

“რაც შეეხება რეიტინგების უნდობლობას, ეს[კვლევა] არის მეცნიერული მეთოდი, [NDI] ავოტრიტეტული ორგანიზაცია. შეიძლება ზოგიერთისთვის ვარსკვლავებით და ყავით მარჩიელობა უფრო სარწმუნოა და  ამ მიმართულებით შეუძლიათ გაააგრძელონ კვლევა”-განაცხადა სერგო რატიანმა.”

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები, რომელიც NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა, დღეს გამოქვეყნდა.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას”- 13%, “თავისუფალ დემოკრატებს- 6%, ხოლო 36%-მა არ იცის.

გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

NDI-ის  წინა, ანალოგიური კვლევის შედეგებით მიხედვით,  “ქართული ოცნების” რეიტინგი 5%-ით გაიზარდა, “ნაციონალური მოძრაობის” კი უცვლელი დარჩა.

CRRC- საქართველომ 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი