ახალი ამბებიკომენტარი

უსუფაშვილი: რას ამბობს ხალხი პარლამენტის საქმიანობაზე, არჩევნების დროს გამოჩნდება

13 აპრილი, 2016 • 1151
უსუფაშვილი: რას ამბობს ხალხი პარლამენტის საქმიანობაზე, არჩევნების დროს გამოჩნდება

“რას ამბობს ქართველი ხალხი პარლამენტის საქმიანობაზე, არჩევნების დროს გამოჩნდება”, – ასე შეაფასა დავით უსუფაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლების შედეგები.

“რას ამბობს ქართველი ხალხი პარლამენტის საქმიანობაზე, ეს გამოჩნდება არჩევნების დროს. საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოს საპარლამენტო არჩევნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში ასეთივე მაღალი მაჩვენებელი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ვიცი ძალიან კონკრეტული მაგალითებით, ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელი აიღეთ და ნახავთ. მოსახლეობის ინტერესი საპარლამენტო არჩევნებისადმი იყო მაღალი, არის მაღალი და იქნება მაღალი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 13 აპრილს.

მან ეს კომენტარი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯეფრი ფელტმენტან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამ დროს ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

ჯერ კიდევ უცნობი იყო კვლევის იმ ნაწილის შედეგები, რომლებიც პოლიტიკოსების და მათი საქმიანობის შეფასებას შეეხებოდა.

 NDI-ის დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 15% “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დავით ბაქრაძეს ასახელებს. მეორე ადგილზე “თთავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ასალასანიაა 7%-ით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს მოსწონს.

ასევე, “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, უსუფაშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 21% აფასებს, ძალიან ცუდად – 14%,  48% კი პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ მიიჩნევს.

NDI-ის კვლევის მიხედვით მის პერსონალურ რეიტინგზე უსუფაშვილს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი