ახალი ამბები

20% არასოდეს მისცემდა ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”, 19% “ქართულ ოცნებას”

13 აპრილი, 2016 • 1310
20% არასოდეს მისცემდა ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”, 19% “ქართულ ოცნებას”

NDI-კვლევის შედეგების მიხედვით, 20% არასოდეს მისცემს ხმას “ნაციონალურ მოძრაობას”,  ხოლო 19% -პარტია  “ქართულ ოცნებას”.

გამოკითხვის შედეგებით, მხოლოდ 10% ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი პარტია, რომელზეც იტყვის, რომ არასოდეს არ მისცემს ხმას.  4-4% ამბობს, რომ არასოდეს დაუჭერს მხარს ლეიბორისტულ პარტიას და გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას.

რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას? - NDI -ის კითხვაზე მიღებული შედეგები. კვლევის შედეგები 2016 წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა.

რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას? – NDI -ის კითხვაზე მიღებული შედეგები. კვლევის შედეგები 2016 წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ 31 მარტს განაცხადა. მათ ასედე დაადასრურეს, რომ ეს არ ნიშნავდა კოალიცია “ქართული ოცნებისა” და სამთავრობო თანამდებობების დატოვებას.

დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება “ეროვნულმა ფორუმმა 2016 წლის 3 აპრილს მიიღო. არჩვენებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს პარტია “ქართული ოცნება”.

იმ პერიოდში, როდესაც NDI-ს დაკვეთით ჩატარდა კვლევა, ჯერ ცნობილი არ იყო, რომ კოალიციაში “ქართული ოცნება” შემავალი პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი