ახალი ამბები

NDI: 34% სავარაუდოდ არ მივა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

13 აპრილი, 2016 • 1142
NDI: 34% სავარაუდოდ არ მივა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% სავარაუდოდ არ მივა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

გამოკითხულთა 66% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩვენები იყოს, სავარაუდოდ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

2016-03-31_003926

2016-04-13_003206

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი