ახალი ამბები

NDI-ს კვლევა: გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი პარლამენტში

13 აპრილი, 2016 • 1110
NDI-ს კვლევა: გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი პარლამენტში

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

კვლევის მიხედვით, 30%-მა კითხვას, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სწორი პასუხი გასცა, ხოლო მცდარი პასუხი გამოკითხულთა 11%-მა გასცა.

გამოკითხულთა 7%-ს მიაჩნია, რომ ბევრი რამ იცის პარლამენტის საქმიანობის შესახებ, 71% ფიქრობს, რომ ცოტა რამ იცის პარლამენტის საქმიანობის შესახებ, ხოლო 21%-ის აზრით, არაფერი იცის პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

მასალების გადაბეჭდვის წესი