ახალი ამბები

NGO-ები პარტიებს მოუწოდებენ, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს მიაღწიონ

7 აპრილი, 2016 •
NGO-ები პარტიებს მოუწოდებენ, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს მიაღწიონ

რამდეიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ  დაიწყონ კონსულტაციები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით.

 არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები,, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და „ღია საზოგადოება – საქართველო“,  მზადყოფნას გამოთქვემენ, რომ  ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ხელი შეუწყონ პარტიებს შორის პოზიციების დაახლოებას.

“მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. შესაბამისად, ამ პირობებში გამოწვევად რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემო.

ბოლო არაერთი თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად მოვუწოდებდით მმართველ გუნდს, განეხორციელებინა ძირეული ცვლილებები აღნიშნული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად. მართალია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზნით არაერთი კანონპროექტი იქნა ინიცირებული (მათ შორისაა სპეციალურ საარჩევნო უბნების, პრემიერმინისტრის თანამდებობის პარლამენტის წევრობის კანდიდატთან შეუთავსებლობის რეგულაციების გადახედვა), თუმცა აღნიშნული ცვლილებები ქაოტურად, არასისტემატიზირებულად და პოლიტიკური თუ არასამთავრობო სპექტრის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთ არ განხორციელებულა ხელისუფლებაში პოლიტიკური ნების არქონის გამო.

მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა გააჩინა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები.

ამ რეალობის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთშიც კი შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილებების გარეშეც არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება. ვითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომლებიც შეიძლება მოყვეს საარჩევნო კანონმდებლობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ინტერესი საქართველოში, არჩევნები უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, გაცილებით მაღლა დგას,”- აცხადებენ არასამთავრობოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი