ახალი ამბები

გომელაური: უსაფრთხოების ოფიცერი ოცდახუთივე სტრატეგიულ ობიექტში დანიშნული არ არის

30 მარტი, 2016 • 2799
გომელაური: უსაფრთხოების ოფიცერი ოცდახუთივე სტრატეგიულ ობიექტში დანიშნული არ არის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე 25 სუბიექტიდან მხოლოდ ნაწილშია დანიშნული უსაფრთხოების ოფიცერი (ე.წ. ოდეერი).

“დამტკიცებულია 25 სტრატეგიული ობიექტი, სადაც უსაფრთხოების ოფიცერი უნდა იყოს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ 16 კაცამდეც არის არის ჯერ დანიშნული იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთი პირის გადაწყვეტილებით არ ხდება. დღეს ორმხრივი ხელშეკრულებით წყდება ეს საკითხი და თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგი არის, ეს ადამიანი [უსაფრთხოების ოფიცერი] არ დაინიშნება. ”

სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 18 ნოემბერს დაამტკიცა.  სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებია:

  1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
  2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
  3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
  4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
  5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
  6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
  7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
  8. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
  9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
  10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
  11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
  12. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.
  13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“.
  14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
  15. სს  „თელასი“.
  16. სს  „საქართველოს რკინიგზა“.
  17. სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“.
  18. შპს „ენგურჰესი“.
  19. შპს  „საქაერონავიგაცია“.
  20. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.
  21. ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.
  22. თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი.
  23. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  24. ქალაქ ბათუმის პორტი.
  25.  ქალაქ ფოთის პორტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი