ახალი ამბები

თსუ-მ კანცლერის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

29 მარტი, 2016 • 1200
თსუ-მ კანცლერის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 29 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.

თსუ-ს ცნობით, პრეტენდენტთა რეგისტრაცია 2016 წლის 3 მაისის 10:00 საათიდან 13 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აკადემიური საბჭო კონკურსანტებს შეაფასებს 2 ეტაპად. შეაფასებს დოკუმენტურ მონაცემებს და გაესაუბრება პრეტენდენტებს. აკადემიური საბჭოს მიერ პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურა წარედგინება  წარმომადგენლობით საბჭოს. სენატისათვის წარდგენის ბოლო ვადად 2016 წლის 10 ივნისი განისაზღვრა.

თსუ-მ კანცლერის თანამდებობაზე კონკურსი უკვე მეორედ გამოაცხადა. ამ თანამდებობაზე კანდადატად წარდგენილი იყო გიორგი გაფრინდაშვილი, რომელსაც სტუდენტების ნაწილი დაუპირისპირდა. სტუდენტების გაერთიანება “აუდიტორია #115”-ის წევრები გაფრინდაშვილს ადანაშაულებდნენ 2011 წელს სტუდენტების მიმართ განხორციელებული ძალადობის მიმართ უმოქმედობაში.

სტუდენტების ათდღიანმა პროტესტმა შედეგად ის გამოიღო, რომ გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, ხოლო “აუდიტორია #115”-ის წევრებმა აქცია იმ პირობით შეწყვიტეს, რომ გაგრძელდება განათლების რეფორმა და უნივერსიტეტში არ იქნება ე.წ. ოდეერი.

ამის პარალელურად, თსუ-ს სუდენტური თვითმმართველობა, რომელიც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას უჭერდა მხარს, მართავდა აქციებს თსუ-ში. ისინი კვლავ მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას მხრიდან თანამდებობის დატოვებას,

მასალების გადაბეჭდვის წესი