ახალი ამბები

ვოლსკი: ზოგიერთი “რესპუბლიკელი” უცნაურ, მკაცრ განცხადებას ცუდი ენით აკეთებს

29 მარტი, 2016 • 1137
ვოლსკი: ზოგიერთი “რესპუბლიკელი” უცნაურ, მკაცრ განცხადებას ცუდი ენით აკეთებს

“რესპუბლიკური პარტიის” ზოგიერთი წარმომადგენელი  უცნაურ, მკაცრ განცხადებებს აკეთებს ხოლმე ცუდი ენით, მაგრამ ეს მთლიან პოლიტიკურ ატმოსფეროს არ განაპირობებს,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” საპარლამენტი ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

ვოლსკის განმარტებით, ასეთი განცხადებები “ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს,  მაგრამ  სახელმწიფოს მიმართ პოლიტიკური კონიუნქტურა დადებითია.

“რესპუბლიკური პარტიის” ზოგიერთი წარმომადგენელი  უცნაურ, მკაცრ განცხადებებს აკეთებს ხოლმე ცუდი ენით, მაგრამ ეს მთლიან პოლიტიკურ ატმოსფეროს არ განაპირობებს. ურთიერთობებზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ მთლიანობაში, სახელმწიფოსთან მიმართებაში პოლიტიკური კონიუნქტურა, ვფიქრობ, დადებითია,”- აღნიშნავს ვოლსკი.

მისივე თქმით, კოალიციაში შემავალი პარტიები საკუთარ პროგრამას წარმოადგენენ და თუ ყველა სუბიექტი შეჯერდება, კოალიცია ერთიანი იქნება. ხოლო თუ არა, პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას:

“მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს – სად გვაქვს ერთიანობა და კომპრომისების მეშვეობით სად შეიძლება გვქონდეს ერთიანობა. თუ ეს კომპრომისები არ არის შესაძლებელი, ვერ იქნება ერთიანი ბლოკი წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება კოალიციას, ვფიქრობ, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ და ვიყოთ უმრავლესობაში. იქნება ეს უმრავლესობა კოალიციის ფორმატში შენარჩუნებული, თუ არაკოალიციურად იქნება უმრავლესობის 88 ადამიანი, უახლოეს დღეებში გვეცოდინება”.

რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ “რესპუბლიკური მოძრაობის” გადწყვეტილებიდან, როგორიც არ უნდა იყოს ის, “ტრაგედია არ უნდა შევქმნათ”.

მიიღებს თუ არა რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად? – ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას წინ უსწრებდა დაპირისპირება გოგი თოფაძესა და მრეწველთა პარტიასთან. გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა. კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების პროცესში პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი განცხადება გააკეთა: 19 თებერვალს მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და მთელ მთავრობას სცხებს ჩირქს, ხოლო 3 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. ამის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერთან შეხვედრა და“ქართული ოცნების” პარტიასთან ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გამოთქვა, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი