ახალი ამბები

ტერაქტები ბრიუსელში: პოლიცია აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილს ეძებს

23 მარტი, 2016 •
ტერაქტები ბრიუსელში:  პოლიცია აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილს ეძებს

ბელგიის პოლიცია 22 მარტს ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილს ეძებს.

მედიასაშუალებებმა გაავრცელეს აეროპორტის სათვალთვალო კამერით გადაღებული ფოტო, რომელზეც სამი პირია გამოსახული. ორმა მათგანმა სავარაუდოდ თავი აიფეთქა.

ფოტოზე გამოსახულ მესამე პირზე, რომელსაც ღია ფერის პიჯაკი აცვია, პოლიციამ უკვე გამოსცა დაკავების ორდერი და ეძებს.

ბიბისის ცნობით, პოლიციამ იპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობები, ქიმიური ნივთიერებები და ისლამური სახელმწიფოს დროშა.

ყველა ამბავი: ტერორისტული აქტები ბრიუსელში

  • 22 მარტს, ბრიუსელის დროით 07.55 საათზე ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მთავარ, ზავენტემის აეროპორტში, მცირე ხნის შემდეგ კი, მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის უწყებების შენობებთან მდებარეობს;
  • ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში დაიღუპა 11, დაშავდა 81 ადამიანი;
  • 20 დაიღუპა, 106 დაშავდა მეტროსადგურის აფეთქების შედეგად;
    ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ”[ISIS] აიღო.
  • ბრიუსელის აერპორტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქის აეროპორტებსა და მეტროსადგურებში, ასევე, სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის საქართველოშიც.
ნიუ იორკის პოლიციის ოფიცერი პატრულირებს თაიმს სკვერზე. უსაფრთხოების ზომები ბრიუსელში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მთელს მსოფლიოში გამკაცრდა. ნიუ იორკი, 22 მარტი, 2016. Credit: EPA/JUSTIN LANE

ნიუ იორკის პოლიციის ოფიცერი პატრულირებს თაიმს სკვერზე. უსაფრთხოების ზომები ბრიუსელში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მთელ მსოფლიოში გამკაცრდა. ნიუ იორკი, 22 მარტი, 2016. Credit: EPA/JUSTIN LANE

მასალების გადაბეჭდვის წესი