ახალი ამბები

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 23 ადამიანია დაღუპული

22 მარტი, 2016 • 1710
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 23 ადამიანია დაღუპული

“გარდიანი” ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრიუსელის ცენტრში, მეტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანია დაღუპული. რაც შეეხება ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს, გამოცემის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისთვის ბრიუსელში გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. პოლიცია მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

აეროპორტში ორი აფეთქება დილის საათებში [08:00 ადგილობრივი დროით] განხორციელდა. ამის შემდეგ აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრშიც, ერთ-ერთ მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის ოფისებთან ახლოს მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი