ახალი ამბები

10 გარდაცვლილი და 30-მდე დაშავებული- აფეთქებები ბრიუსელში

22 მარტი, 2016 • 1147
10 გარდაცვლილი და 30-მდე დაშავებული- აფეთქებები ბრიუსელში

ბელგიის მედიის ცნობით 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებების შედეგად.

როიტერის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემების წყარო საავადმყოფოა.

თუმცა მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ზუსტი და დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არის.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში 22 მარტს, ადგილობრივი დროით 08.08 საათზე ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. აეროპორტი ფრენებისთვისაც დაიხურა.

ბრიუსელის სახანძრო სამსახურმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე ბრიუსელში სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებული ტერაქტში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი