ახალი ამბები

შსს: 21-27 მარტს ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, მარცხენა სანაპიროზე, მოძრაობა შეიზღუდება

21 მარტი, 2016 • 1250
შსს: 21-27 მარტს ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, მარცხენა სანაპიროზე, მოძრაობა შეიზღუდება

შსს-ს ცნობით, თბილისში, 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით, მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, მოძრაობა შეიზღუდება.

პოლიციის ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებთანაა დაკავშირებული და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილებას ემსახურება.

სამინისტრო აცხადებს, რომ მძღოლები, რომლებსაც სურთ ორთაჭალჰესიდან ნ. ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გადაადგილება, მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბით ვერ ისრაგებლებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოძრაობა ორთაჭალჰესიდან მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელონ, ან იალბუზის ქუჩის გავლით ქეთევან წამებულის გამზირზე იმოძრაონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი