ახალი ამბები

“რას ჭრი და კერავ, კონსტიტუციაა თუ შარვალ-კოსტუმი?!” – “იდენტობის” აქცია პარლამენტთან

18 მარტი, 2016 • 2769
“რას ჭრი და კერავ, კონსტიტუციაა თუ შარვალ-კოსტუმი?!” – “იდენტობის” აქცია პარლამენტთან

დღეს, 18 მარტს, ქუთაისში, პარლამენტის სასახლესთან “იდენტობის” აქცია ლგბტ თემის დემონიზების შეწყვეტის მოთხოვნით გაიმართა.

“შეწყდეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ ამ თემის გამოყენება წინასაარჩევნოდ, როგორც  ხალხის მხარდაჭერის მოპოვების ინსტრუმენტი. არც ერთ ლგბტ ორგანიზაციას არ მოუთხოვია ქორწინების თანასწორობის ჩაწერა კონსტიტუციაში. წელს, არჩევნების პერიოდში ამ საკითხის დაყენება სწორი არ არის, ამას ვაპროტესტებთ ჩვენ,” – აღნიშნავს “იდენტობის” განათლების ოფიცერი ლადო ბიწაძე.

ბიწაძის თქმით,  “იდენტობა” ამ საკითხზე პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეებთან შეხვედრას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიწერას გაეგმავს:

“დავგეგმავთ კონკრეტულ კამპანიებს, რომელიც ამ საკითხს შეეხება. დღეს არ დგას ამ ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა. თანასწორი ქორწინების მოპოვების გზაზე ეს კიდევ უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – ამბობს ბიწაძე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე “იდენტობის” მიერ ქუთაისის პარლამენტთან დაგეგმილ აქციას ჰომოფობიური განცხადებებით გამოეხმაურნენ.

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ცვლილებებთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავს.

20160318_131745

20160318_131728

 

20160318_131830

20160318_13203720160318_131807

მასალების გადაბეჭდვის წესი