ახალი ამბები

მეჭიაურის და ნიშნიანიძის ჰომოფობიური განცხადებები

18 მარტი, 2016 • 3915
მეჭიაურის და ნიშნიანიძის ჰომოფობიური განცხადებები

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე “იდენტობის” მიერ ქუთაისის პარლამენტთან დაგეგმილ აქციას ჰომოფობიური განცხადებებით გამოეხმაურნენ.

“უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას” იწყებენ მგონი ზოგიერთები,” – ამბობს თამაზ მეჭიაური.

“რა გინდათ? ქუთაისში “პიდარასტების” აქციაა? ამას თუ მოვესწრებოდი, არც დამესიზმრებოდა. არც დამესიზმრებოდა, ქუთაისში თუ ამას მოვესწრებოდი… ჩემი სახლის წინ,” – სიცილით პასუხობს ჟურნალისტებს ომარ ნიშნიანიძე.

18 მარტს ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” პარლამენტის შენობის წინ პლენარულ სხდომაზე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისიის შექმნის განხილვას გააპროტესტებს.

7 მარტს, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომლის მიხედვითაც ქორწინება განიმარტება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა. თუმცა კოალიციაში შემავალმა “რესპუბლიკურმა” პარტიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მოხმრე არ არის.

ამგვარი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით, 2014 წლის 28 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. აღნიშნული ღარიბაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი