ახალი ამბები

სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერთა სოლიდარობა თსუ-ს თვითმმათველობას

15 მარტი, 2016 • 1827
სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერთა სოლიდარობა თსუ-ს თვითმმათველობას

თბილისში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერები თსუ-ში განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.

“ჩვენთვის მისაღებია სტუდენტებში არსებული ნებისმიერი საღი აზრი უნივერსიტეტის მართვის აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ვემიჯნებით შიდა საუნივერსიტეტო სივრცეში განვითარებულ მოვლენებს.

გუშინ სტუდენტების ერთმა ჯგუფმა მოითხოვა სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება, რაც სცდება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და ეს არის პირდაპირი დარტყმა საერთო სისტემაზე, რომელიც ყველა უნივერსიტეტში არის ერთადერთი ლეგიტიმური სტუდენტური ორგანო და ამ მოთხოვნის დაყენება არის არაკონსტრუქციული დარტყმა მთელ სტუდენტურ საზოგადოებაზე.

გამომდინარე აქედან სოლიდარობას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტურ თვითმმარველობას და ამავე დროს მოვუწოდებთ უნივერსიტეტში არსებულ ყველა ძალას მოწოდებითა და მოქმედებით ნუ გავლენ სამართლებრივი პროცესებიდან,” – აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის ლიდერი ავთანდილ ადეიშვილი.

მათი განცხადებით უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმებლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს და მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია.

თბილისში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობების ლიდერების განცხადება

Posted by netgazeti.ge on Tuesday, 15 March 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი