თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას კაბინეტი თვითმმართველობის აქციის მონაწილეებმა დაიკავეს, თავად პაპავას ზუსტი ადგილსამყოფელი კი უცნობია. როგორც ნეტგაზეთს თსუ-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პაპავა ამჟამად უნივერსიტეტში იმყოფება და სხვა კოლეგებთან ერთად მუშაობს შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე.
თვითმმართველობის მხარდამჭერ სტუდენტთა ნაწილმა უნივერსტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის სამუშაო სივრცე დაიკავა, სადაც ამ დროისთვისაც იმყოფებიან.
ერთ-ერთი პროფესორის, დიანა ძიძიგურის განცხადებით, პოლიციამ თვითმმართველობის წევრებს ხელი არ შეუშალა, რომ რექტორის კაბინეტი დაკავებინათ.
თსუ-ს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კაბინეტის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას მიმართეს, თუმცა შედეგი უცნობია. შსს-ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.
თვითმმართველობის პრეზიდენტის, შალვა საბაურის განცხადებთ, სამართლებრივი წესრიგის დაცვა ამ უნივერსიტეტში შეუძლებელი და ამ სივრცეში დარჩებიან, სანამ რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.