შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს დილით თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ავტომობილის გაზის ბალონის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ ავტომობილის გაზის ბალონი 4-სართულიანი შენობის პირველ სართულზე იყო შეტანილი და აფეთება სწორედ იქ მოხდა. ასევე, მათივე ცნობით, დაზიანებულია გვერდით მდებარე ავტომობილები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *