სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის, შალვა საბაურის თქმით, ”ის, რომ დღეს კორიდორის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, არის კონკრეტული ადამიანების ბრალი.”
ისინი ყვირიან ”არა ცილისწამებას!”, ხოლო აუდიტორია #115 საპასუხოდ ”არა მოძალადე კანცლერს!”
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა, აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ისინი მიდიან კომპრომისზე და ხვალიდან არც ერთი ღონისძიება არ ჩატარდება მხოლოდ თვითმმართველობის წევრებისათვის, ასევე დაწესდება ბიუჯეტზე ზედა ზღვარი.
12:00 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ორი აქცია: სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის – 12 საათზე დაიწყო.
Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, 2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა, აქცებს მართავს. ისინი მოითხოვენ:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების სისტემის საქმის გამოძიება.
- აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილთან შეხვედრის დროს, მოუწოდოს მას, მოხსნას თავისი კანდიდატურა.
- დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურისა და რეორგანიზების შესახებ.
10 მარტს სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა უნივერსიტეტის სენატის სხდომა, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ.
უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ საუნივერსიტეტო სივრცეში ე.წ. ოდეერების მუშაობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
12 მარტს სტუდენტებს შეხვდა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე. ხოლო პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გაფრინდაშვილს თხოვა, რომ მოეხსსნა თავისი კანდიდატურა. გიორგი გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ის ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას, მოხსნის თუ არა თავის კანდიდატურას.